Pages

Saturday, March 10, 2012

2012 წლის "ალმას" დაჯილდოვება


"ბლანკოსის" 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდში ფონდის ორგანიზებით გალა დაჯილდოვება ჩატარდა. ღონისძიებას ფეხბურთელებისა და ვეტარენების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ...
"ალმას" ჯილდო ისეთ პირებს გადაეცათ, რომელთაც წლის განმავლობაში მადრიდის "რეალთან" ითანამშრომლეს, რაიმე დახმარება გაუწიეს ან უბრალოდ გულითადი მხარდაჭერა გამოუცხადეს... დაჯილდოვება ფლორენტინო პერესმა გახსნა. პრეზიდენტმა პირველი "ალმას" ქანდაკება, ესპანელ ტენორს, პლასიდო დომინგოს გადასცა.

ფლორენტინო პერესი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ გადმოგცემთ ამ ჯილდოს. ყველა მადრიდისტა ამაყობს, რომ თქვენნაირი მხარდამჭერი ჰყავთ. პლასიდო, თქვენ ხართ მეფე ოპერისა და მუსიკისა და მიხარია, რომ ჩენ ერთი რამ გვაერთიანებს და ეს "რეალია".

პლასიდო დომინგო: "პირიქით, ჩემთვისაა დიდი პატივი, რომ ეს ჯილდო მივიღე. წელს ყველაფერი საოცრებაა, 110 წლის იუბილე, 10 ქულიანი სხვაობა შიდა ჩემპიონატში, აგრეთვე გუნდი ძალიან ახლოსაა რიგით მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებასთან. უბრალოდ დაჯექი და ისამოვნე მადრიდის "რეალის" ცქერით."

სიტვყვით გამოსვლის შემდგომ პლასიდო დომინგომ ერთ-ერთი საოპერო სიმღერა შეასრულა. გალა დაჯილდოვებას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ფეხბურთელებიც, მათ შორის იყვნენ ანხელ დი მარია, ფაბიო კოენტრაო, ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ. აგრეთვე უკლებლივ ყველა კალათბურთელი, პაბლო ასო, ალბერტო ტორილი და სხვები...

ზინედინ ზიდანი: "მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ძალიან კარგი დრო გვიდგას. გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მან უკვე 100 შეხვედრა ჩაატარა. იგი ყველაზე მინიმუმ ერთი ამდენს ჩაატარებს."

ლუიშ ფიგუ:"მადრიდის "რეალი" უბრალოდ ფენომენალურია. დიდი იმედი მაქვს, რომ შეინარჩუნებთ ათ ქულიან სხვაობას და "ლა ლიგას" მოიგებთ. ყველანაირად ბრწყინვალე სეზონია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგად, გამარჯვებებით დასრულდება. ეს არის უდიდესი კლუბი დიდებული პრესტიჟით, გასაოცარი ისტორიითა და ბრწყინვალე გამარჯვებებით."

"ალმას" ჯილდო სამხრეთ აფრიკელმა ათლეტმა ოსკარ პისტორიუსმაც მიიღო. "დიდი მადლობა მინდა გადავუხაოდ ფონს, რომელმაც მე უდიდესი დახმარება გამიწია. სწორედ მათი დამსახურებაა, რაც მე მივაღწიე. კიდევ ერთხელ მადლობას ვიხდი და "რეალს" ვუსურვებ წარმატებებს, მალე აღემართოთ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი." - განაცხადა სამხრეთ აფრიკელმა სპორტსმენმა.

მორიგი ჯილდო ქალაქ ლროკას ლეიტენენტმა, ხოსე ემილიო როლდანმა მიიღო. 2011 წელს ლორკაში მიწისძვრის შემდგომ მან უდიდესი დახმარება გაუწია ქალაქს და აგრეთე იგი თანამშრომლობდა მადრიდის "რეალის" ფონდთან. "მივესალმები ამ ჯილდოს. ყოველთვის, როცა შევალ ჩემს კაბინეტში, მსურს რომ ამას ვუყურო, რათა გავიხსენო, თუ რა გამოვიარეთ." - განაცხადა ლეიტენანტმა.

მორიგი ჯილდო, მსახიობმა კონსუელო კრესპომ მიიღო, რომელიც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული "იუნისეფის" პროგრამებში და კეთილი ნების ელჩი გახლავთ, აგრეთე დიდ დახმარებას უწევს "რეალის" ფონდს. მას ჯილდო ზინედინ ზიდანმა გადასცა. ""იუნისეფი" ყოველთვის ითანამშრომლებს მადრიდის "რეალის" ფონდთან და ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება." - განაცხადა მსახიობმა.

ხულიო იგლესიასი:"არ არსებობს ადგილი სამყაროში სადაც არ უყვარდეთ "რეალი". მინდა ყველა ფანს ჩავეხუტო, ახლა ხომ 110- წლის იუბილეა. მადლობა მინდა გადავიხადო აქ მოწვევის გამო."

გარდა ზემოთ ხსენებული პირებისა, კიდევ უამრავი დააჯილდოვეს. გალა დაჯილდოვება გრანდიოზული კონცერტითდა და ფეირვერკით დასრულდა...

კატალონიის "ბარსელონა" – მადრიდის "რეალი"

სამოქალაქო ომის ექო,ფრანკოს საბედისწერო როლი , რომის პაპის მფარველობა, სახელმწიფო უშიშროების მაქინაციები, ომი ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერისათვის და ლუიშ ფიგუს სამარცხვინო ღალატი . ისტორია მძიმე ურთიერთობებისა ორ მთავარ ესპანურ კლუბ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის.

Tuesday, March 6, 2012

ექსკურსია მუზეუმში


თასის ფინალი "ვისენტე კალდერონეზე" გაიმართება

როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია! ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 2 საათისა და 45 წუთიანი განხილვის შედეგად მივიდა.

"ვისენტე კალდერონე" მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონია. ის 1966 წელს იქნა აშენებული, ხოლო 1982 წელს მოხდა მისი რეკონსტრუქცია. "კალდერონეზე" 54,960 გულშემატკივარი ეტევა. მოედნის ზომა 105მ. X 70მ-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.


"სანტიაგო ბერნაბეუ" უახლოეს მომავალში

რამდენიმე დღის წინ, ბუენოს-აირესში კლუბებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კატალონიური კლუბი არგენტინულ კლუბს გადასცემს ახალგაზრდული გუნდების ფორმირების შესახებ პროექტს და სანაცვლოდ მიიღებს უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენისას.

"ჩვენი კლუბისთვის ეს დიდი დღეა. პროექტი მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი კლუბთან, რომელიც ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კანტერას." - განაცხადა "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტმა, დანიელ ანჟელკიმ.

ეს იდეა დაიბადა გასულ წელს, როდესაც არგენტინული გუნდები ეწვივნენ ესპანეთს, რათა შეხვედროდნენ საფეხბურთო გრანდების ლიდერებს. ""ბარსელონაში" მე შევხვდი სანდრო როსელს. აქედან დაიწყო ყველაფერი." ხორხე რაფომ, "ბოკა ხუნიორსის" კანტერას კოორდინატორმა აღიარა, რომ არგენტინის ახალგაზრდული ფეხბურთი კრიზისს განიცდის. "ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ესპანეთში ვისწავლეთ. არგენტინული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი, დაწყებული ყველაზე დაბალი დივიზიონიდან, დამთავრებული პრიმერათი, თამაშობს ერთსა და იმავე სტილში." - განაცხადა რაფომ, რომელიც "ბოკაში" მისვლამდე ხელმძღვანელობდა არგენტინაში "ლა მასიას" ფილიალის გახსნის პროექტს.

თავის მხრივ ჟორდი მესტრემ, "ბარსელონას" საფეხბურთო მზადების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ისეთ გუნდთან, რომელსაც ასეთი დიდებული წარსული აქვს.


ალფრედო მარკესი : "კაკა ფორმაში შედის"



ესპანელმა საფეხბურთო მიმომხილველმა, ალფრედო მარკესმა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ნახევარმცველს, რიკარდო კაკას სტატია მიუძღვნა...
"რიკარდო ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, უკვე ვხედავთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლო შეხვედრებში სწორედ მას ენდობა და ბრაზილიელიც ამართლებს გაცემულ ავანსებს. მისი გამოცდილების შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და უბრალოდ აზრი არ აქვს ზედმეტ საუბარს. მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვა ერთგვარ სისტემატიზირებულ ერთობლიობად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მთელი რგოლი ძალიან მობილურია და გუნდის სისწრაფე სწორედ ნახევარმცველთა მოძრაობაზეა დამოკიდებული, რიკიმ შეძლო და მხარი აუბა საკუთარ უსწრაფეს თანაგუნდელებს."

"ავიღოთ ბოლო შეხვედრა, რომელიც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ესპანიოლის წინააღმდეგ გამართეს. ვფიქრობ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ბრაზილიელი იყო, რადგან მან საგოლე პასებიც დაარიგა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ნახევარმცველის დაუღალავი შრომა და მოძრაობა მთელი შეხვედრის მანძილზე იყო თვალნათლივი. როგორც კი კაკა ბურთს მიიღებდა, სიტუაცია მაშინვე მწვავდებოდა და მეტოქის მცველთა დაბნეულობა შეიმჩნეოდა."

"ასევე აღსანიშნავია, ბრაზილიურ-პორტუგალიური დუეტი, რომელსაც კრიშტიანო-რიკარდოს წყვილი ჰქვია. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, შეგვიძლია განვიხილოთ ფრაგმენტები, სადაც რონი და რიკი ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და მეტოქეს ულამაზესი ტექნიკის დემონსტრირების ხარჯზე უსწორდებიან."

"კაკა აშკარად კრიფავს სასურველ ფორმას და ეს ყველამ უნდა დაინახოს. ვფიქრობ, ბრაზილიელი მოთამაშე მაინც გაიბრწყინებს და სამეფო კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახდება."

Tuesday, February 28, 2012

ყველაზე უცნაური ქცევა გულშემატკივრისგან

Sport.es-ის პროექტის ფარგლებში, გულშემატკივრებმა ლეო მესის შეკითხვები დაუსვეს. პროექტი ითვალისწინებდა შეკითხვების ელექტრონული ვერსიით დასმას, საიდანაც 10 საუკეთესოს Sport-ის ჟურნალისტები აარჩევდნენ.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ლეოს ვინმე ჯონმა დაუსვა ასეთი იყო: "რა იყო ყველაზე უცნაური და იშვიათი მომენტი, რითაც ფანმა თქვენთან შეხება ან თქვენი ავტოგრაფის მიღება სცადა"? ლეომ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხისას გაიხსენა მომენტი, როდესაც გოგონა ტრიბუნებიდან გადმოხტა მასთან ჩასახუტებლად. 

ამხანაგური მატჩების განრიგი

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" რამდენიმე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში იქნა გამოძახებული. აქვე გეტყვით, რომ უახლოესი ორი დღის მანძილზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრები ნაციონალურ გუნდებს შორის. წარმოგიდგენთ, ოფიციალური საიტის მიერ წარმოდგენილი მატჩების განრიგს.
ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

Friday, February 24, 2012

”ბარსელონა” მზადებას აგრძელებს

დღეს დილით გუნდმა მორიგი სავარჯიშო სესია გამართა ”ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე, რომელშიც კვლავ მიიღო მონაწილეობა კრისტიან ტელიომ. ტრავმირებულები, აფელაი და ვილია სავარჯიშო დარბაზში აგრძელებს აღდგენას.

მოურინიო მარტინესით დაინტერესდა

elconfidencial.com-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ინტერესებში ახალი ფეხბურთელი შედის.
ამჯერად საუბარია ბილბაოს "ატლეტიკის" ნახევამრცველზე, ხავი მარტინესზე, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა მიმდინარე სეზონში.23 წლის ფეხბურთელი, დაცვითი სტილით გამოირჩევა, ანუ ძირითადათ საყრდენად გვევლინება მოედანზე.ხავი პორტუგალიელის რჩეულებში, იანვრის თამაშის შემდეგ მოექცა.

მას 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი ბასკურ გუნდთან და მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონს შეადგენს.


Tuesday, February 21, 2012

ზაფხულში შესაძლოა, "ბარსელონა" ბრაზილიას ეწვიოს

ბრაზილიური გამოცემა Lance იუწყება, რომ მიმდინარე ზაფხულს "ბარსელონამ" შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ბრაზილიში გასამართ ამხანაგურ ტურნირში.

"რეალი" გუიდეტით ინტერესდება

People-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" სერიოზულად არის დაინტერესებული "ფეინოორდის" 19 წლის შვედი თავდამსხმელით, ჯონ გუიდეტით...

Saturday, February 18, 2012

"იუვეს" ალონსო სურს

როგორც ირკვევა იტალიურ კლუბს კერძოდ "იუვენტუსს" ჩაბი ალონსოს შეძენა სურს...

რონალდოს კარგი მოგონებები "რასინგთან"

"რასინგი" გახლავთ კლუბი, რომელთანაც კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველი პოკერი შეასრულა...

რონალდოს შანსი

კრიშტიანო რონალდოს დღევანდელ შეხვედრაში თავის გამოჩენის შემთხვევაში ექნება საშუალება იმაზე მეტი გოლი დააგროვოს "რეალში", ვიდრე მას ჰქონდა "სპორტინგსა" და "მანჩესტერში" ერთად...
რიგით მეცამეტე მადრიდული ჰეტ-ტრიკის შემდგომ "ლევანტესთან", კრიშტიანო რონალდოს "რეალის" შემადგენლობაში 120 გოლი დაუგროვდა 122 შეხვედრაში, რაც დაახლოებით 0,98 გოლს უდროს მატჩში. ეს შედეგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე "მანჩესტერსა" და "სპორტინგში". ინგლისურ გრანდში რონალდომ 292 შეხვედრა ჩაატარა და 118 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ლისაბონურ კლუბში 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. თავად განსაჯეთ, თუ რაოდენ წარმატებულია პორტუგალიელის კარიერა "რეალში" და თუ რაოდენ აღმასვლას განიცდის ის...


საერთო ჯამში, "მანჩესტერსა" და "სპორტინგში" რონალდომ 317 მატჩში 121 გოლის გატან მოახერხა და დღეს მინიმუმ დუბლის შესრულების შემთხვევაში, კრიშტიანოს საშუალება ექნება იმაზე მეტი გოლის დააგროვოს სამ სეზონში, ვიდრე 8 სეზონში....


Thursday, February 16, 2012

"ლივერპულს" კაკა სურს



"ბლანკოსის" ბრაზილიელ ნახევარმცველზე, კვლავ არ ცხრება ჭორები, მისი კლუბიდან წასვლის შესახებ.

"რეალის" გულშემატკივრებს ჩემპიონობის განაღდება "კამპ ნოუზე" სურთ



ესპანურმა გამოცემა "მარკამ" მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა.

უთანხმოება მესის მაისურის გამო

The Sky-ს ინფორმაციით, მანუელ ფრიდრიხი და მიხელ კადლეცი ტელევიზიის, ბეჭდვითი პრესისა და რადიოს წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

"რეალმა" საბოლოოდ თქვა უარი ფინალის მასპინძლობაზე



ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ განაცხადა უარი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალის ჩატარებაზე.

ბენზემა კვლავ განაგრძობს პროგრესს

კარიმ ბენზემას ლიონიდან გადმოსვლის შემდეგ ბევრს აკრიტიკებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ კარიმის ადაპტაციის პროცესი ძალიან გაიწელა და ვერ მოერგო სამეფო კლუბს, თუმცა უკვე 1 წელია კარიმი კრიტიკოსებს თავისი კარგი თამაშით პასუხობს.

Wednesday, February 15, 2012

ჯოკოვიჩმა დაამტკიცა, რომ ნადალზე ძლიერია

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ დროისათვის უძლიერესი ჩოგბურთელია. 24 წლის სერბმა ავსტრალიის ღია პირველობის ძალზე დაძაბულ ფინალში საერთო ანგარიშით 3:2 დაამარცხა ერთი წლით უფროსი რაფაელ ნადალი, რომელსაც შარშან ჩამოართვა პირველი ჩოგნის სტატუსი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს კვარცხლბეკზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) ავიდნენ.

ბრაიანტი ნბა-ს ყველა დროის მეხუთე ბომბარდირია

ნბა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კობი ბრაიანტმა თავისი წარმატებული კარიერის ახალი საფეხური დაძლია. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" 33 წლის ვარსკვლავმა „ფილადელფიასთან" გასვლით შეხვედრაში 28 ქულა გააკეთა და 15-წლიან კარიერაში ჯამში 28 601 ქულა მოუგროვდა.

"ქაისერსფორმა" "ბეშიქთაში" დაამარცხა

შოთა არველაძის "ქაისერსფორმა" თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი გუნდი "ბეშიქთაში" 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.

“ტოტენჰემმა” ბრაზილიელი მცველი ინათხოვრა

ლონდონის “ტოტენჰემმა” ბრაზილიური “სან პაულუს” ცენტრალური მცველი, ბრუნუ უვინი ინათხოვრა. ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ჰარი რედნაპის გუნდში ზაფხულამდე იასპარეზებს

“ბარსელონამ” 1/4-ფინალში ადგილი დაჯავშნა

მართალია, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და სპორტის ეს სახეობა სწორედ იმითია მიმზიდველი, რომ უტყუარი პროგნოზების გაკეთება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ალბათ მაინც არ იქნება გადაჭარბება თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, კატალონიის “ბარსელონა” 1/4-ფინალში ითამაშებს.

სტატისტიკა "არსენალის" სასარგებლოდაა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები გუშინ დაიწყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის გულშემატკივარი დღევანდელ დღეს უფრო დიდი ინტერესით ელოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ დღევანდელი წყვილებიდან გამოკვეთილი ფავორიტები არცერთს ჰყავს და როგორც მილანში, ასევე სანკტ-პეტერბურგში, დაძაბული თამაშია მოსალოდნელი.

14-დან 14-მდე

დღეს 14 თებერვალია, ბევრისთვის მხოლოდ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვალენტინობაა, ბევრისთვის სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ აიღებს სტარტს, მაგრამ ბევრისთვის ეს დღე სულ სხვა რამესთან არის დაკავშირებული.

26 გოლი 2012 წელს


მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 2012 წელს 10 შეხვედრა ჩაატარეს და 26 გოლიც გაიტანეს...
სულ მადრიდისთაგან ცხრა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. ცხადია, საუკეთესო კრიშტიანო რონალდო გახლავთ. ისიც აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელსა და ბენზემას ანგარიშზე გოლების 50%-ზე მეტი მოდის. თავი გამოიჩინეს: რონალდომ(9), ბენზემამ(6), იგუაინმა(3), რამოსმა(2), კალეხონმა(2), ხედირამ, მარსელომ, კაკამ და ოზილმა. შეგახსენებთ, რომ ჩატარებული ათი შეხვედრიდან "მერენგებმა" რვაში იმარჯვეს, ერთხელ ფრე დააფიქსირეს, ხოლოე ერთხელ დამარცხდნენ. 

ლეგენდა, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება!

როგორც ამბობენ:”გენიოსი ვერ გახდები, გენიოსად უნდა დაიბადო”ეს ბუნების მიერ ბოძებული ნიჭია, რომლითაც მხოლოდ ერთეულები, გამორჩეულები ჯილდოვდებიან… შემდეგ კი, ამ ნიჭის წყალობით ისინი საკუთარ კვალს ტოვებენ ისტორიაში, მერე კი კვდებიან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები… გენიოსობა რთულია… რადგან შენ იმთავითვე განსხვავებული ხარ ამ სამყაროს დანარჩენი მცხოვრებლებისგან…

მართლაც, რატომ გვიჭირს იმის აღიარება, რომ ესა თუ ის ადამიანი სხვებისგან გამორჩეულია? 

ვფიქრობ, რომ ანრის ნაირი მეორე დედამიწაზე არ დაიბადება, ის არაამქვეყნიურია, უჭკვიანესი, რომელიც ბურთს ისე ეპყრობა თითქოს დაბადებიდან მისი ყოფილიყოს.

დაბრუნდა და მოაგებინა!

ტიერი ანრიმ მორიგი დაუვიწყარი "ფილმი" აჩუქა თავისი გუნდის გულშემატკივრებს. 

აქ სიტყვები მართლაც სრულიად ზედმეტია, ტიტი უბრალოდ ადგა და აჩვენა არსენალის ფეხბურთელებს თუ როგორ უნდა გოლის გატანა.

იქ, სადაც ფეხბურთს თამაშობენ...

14 თებერვალს, ბევრისთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩემპიონთა ლიგის დაწყებამ დიდი ბრწყინვალება შესძინა. დიახ, დაიწყო ტურნირი, რომელიც მსოფლიოში პირველია თავისი პრესტიჟულობით საკლუბო საფეხბურთო ასპარეზებს შორის. პირველივე დღიდანვე საქმეში ვიხილეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი და თასის მოქმედი მფლობელი კატალონიის "ბარსელონა".

ალექსის სანჩესი მცირე ტრავმით თამაშობს

ლევერკუზენის ”ბაიერის” დამარცხების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ”Facebook”-ის საკუთარ გვერდზე ალექსის სანჩესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო.

სალგადო : "რეალი აუცილებლად მოიგებს ლა ლიგას"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბი აუცილებლად მოიგებს პრიმერა დივიზიონს.

პედრომ 150-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

პედრო როდრიგესმა თავისი 150-ე შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით "ბაიარენაზე" ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. 24 წლის ფეხბურთელის დებიუტი შედგა 4 წლის წინ, მაშინ, როცა გუნდს სათავეში ფრენკ რაიკაარდი ედგა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ო შეცვალა 2008 წლის 12 იანვრის "კლასიკოში". იმ დროისთვის როდრიგესს მაისურზე "პედრიტო" ეწერა.

იმ დროიდან დღემდე პედრომ ლა ლიგაში 89 შეხვედრა ჩაატარა, სამეფო თასზე 18, ჩემპიონთა ლიგაზე 32, ესპანეთის სუპერ-თასზე 5, ევროპის სუპერ-თასზე 2 და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 4.

პედრიტოდან პედრომდე  

პედროს დებიუტი ფრენკ რაიკაარდის ერაში შედგა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ "ბარსა ბ"-ს მწვრთნელი გახლდათ პეპ გვარდიოლა, რომელიც შესანიშნავად იცნობდა პედრიტოს თამაშის სტილს. სწორედ ამიტომ, როდრიგესს ადგილი "დაჯავშნული" ჰქონდა "პეპ-თიმის" რიგებში. გვარდიოლას ხელში საოცრად იმატა ფეხბურთელის სათამაშო ხარისხმა და ბრწყინვალე თავდამსხმელად ჩამოყალიბდა სამწელიწადნახევარში. მისი პირველი გოლი გავიდა "სან მამესის" სტადიონზე 2009 წელს, ესპანეთის სუპერ-თასის მატჩში. იმ დროიდან დღემდე კანარის კუნძულელის ანგარიშზე 52 გატანილი ბურთია. მას ასევე გატანილი აქვს გადამწვეტი გოლი მონაკოში. როდრიგესმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ესტუდიანტესს" გაუტანა გოლი 88-ე წუთზე, რითაც წონაწორობა აღადგინა და საკუთარ კლუბს შესაძლებლობა მისცა დამატებით დროებში მოეგო თასი. კატალონიელთა მხრიდან მეორე გოლი ლეო მესის ანგარიშზეა, არგენტინელმა მკერდით შეაგდო ბურთი.


რეკორდების კვალდაკვალ

”მადრიდის რეალის” ფეხბურთელები , კერძოდ კი შემტევი ტრიო რონალდუ

მესის 2 რეკორდი და საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორი ლიგაზე

ლეო მესიმ ლევერკუზენის ”ბაიერის” კარში გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის 2 რეკორდი დაამაყარა. ის ასევე საუკეთესო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელია ევროთასებზე გატანილი გოლების რაოდენობით.
ლეო მესი გუშინ გატანილი გოლის შემდეგ საუკეთესო სამხრეთამერიკელი გოლეადორია ევროტურნირებზე. ახლა მის ანგარიშზე 45 გატანილი გოლია, აქედან 44 მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, 1 კი ევროპის სუპერთასზე.

ამას გარდა ის გაუთანაბრდა რაულ გონსალესს და ანდრეი შევჩენკოს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გატანილი გოლების რაოდენობით. ახლა არგენტინელის ანგარიშზე 19 გოლია.

ლეო მესი უკვე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 გასვლით შეხვედრაში იტანს გოლს (მათ შორის ითვლება ჩემპიონთა ლიგის ფინალი ”უემბლიზე”), რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

დამატებით შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გათამაშებაში მან მხოლოდ 2 გასვლით მატჩში ვერ მოახერხა თავის გამოჩენა - ”რუბინთან” (1:1) და ”არსენალთან” (1:2).

ჭადრაკი

chadraki inteleqtualuri tamashia romelshic organuladaa sherwymuli xelovnebis,

ჩოგბურთი

chogburti aris sportis ert erti saxeoba.istorikosebis daskvnit chogburti 13-e saukuneshi daarsda

OFF-ROAD

off-road
msoflioshi ert-erti yvelaze cnobilio ssporti off-road es aris manqanebis sheshadzleblobebii talaxshi mtashi wvimashi tovlshi

judo

 saqartvelos gamarjveba rusetze

saqartvelos kalatburtis erovnuli nakrebi

kalatburti es aris ert erti yvelaze ganvitarebuli sportia

ragbis erovnuli nakrebi

saqartvelos ragbis erovnuli nakrebis gamarjveba  
dametanxmebit rom bolo ramodenime welai rac