Pages

Wednesday, February 15, 2012

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ტურნირის დასკვნით დღეს კვარცხლბეკზე დავით ხუციშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ) ავიდნენ.
 ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ისევე, როგორც წინა დღეს, დავით მარსაგიშვილმა (84 კგ). ამ სამეულმა შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა. ლონდონის ოლიმპიადის საგზურს მეხუთეადგილოსანი მალხაზ ზარქუაც (60 კგ) დაეუფლა. გუნდურ ჩათვლაში ზაზა თურმანიძის შვიდეულმა 34 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.

No comments:

Post a Comment