Pages

Wednesday, February 15, 2012

ალექსის სანჩესი მცირე ტრავმით თამაშობს

ლევერკუზენის ”ბაიერის” დამარცხების შემდეგ გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა ”Facebook”-ის საკუთარ გვერდზე ალექსის სანჩესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო.


ფოტოზე გამოჩნდა, რომ ჩილელი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა კვლავ მხრის სამაგრით თამაშობს. ალექსის სანჩესმა მხრის ტრავმა ესპანეთის თასის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მადრიდის ”რეალთან” მატჩში მიიღო. თავდაპირველი ცნობით ფეხბურთელს 10-15 დღით უნდა დაესვენა, თუმცა პედრო როდრიგესის ტრავმის გამო სამწვრთნელო შტაბმა გარისკა და ის ”ვილიარეალთან” შეხვედრაში 30 წუთით ათამაშა.

როგორც სურათიდან ვარკვევთ ალექსის სანჩესი ისევ ებრძვის ტკივილს. ექიმებმა მას სპეციალური სამაგრი დაადეს, რათა ტრავმა არ გართულებულიყო. პეპ გვარდიოლას ტრავმირებული ფეხბურთელების არმია ჰყავს, ამიტომაც ჩილელის დაკარგვა, რომელიც ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია კატასტროფული იქნება.

”ბაიერთან” გამართული მატჩი ალექსის ნამდვილად აქტივში ჩაეწერება. ორი გატანილი გოლით მან ”ბარსელონა” ძალიან დაახლოვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალს.

No comments:

Post a Comment