Pages

Wednesday, February 15, 2012

ბრაიანტი ნბა-ს ყველა დროის მეხუთე ბომბარდირია

ნბა-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კობი ბრაიანტმა თავისი წარმატებული კარიერის ახალი საფეხური დაძლია. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" 33 წლის ვარსკვლავმა „ფილადელფიასთან" გასვლით შეხვედრაში 28 ქულა გააკეთა და 15-წლიან კარიერაში ჯამში 28 601 ქულა მოუგროვდა.
ამ მაჩვენებლით მან გადაასწრო ნბა-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეხუთე ადგილზე მყოფ შაკილ ონილს (28 596 ქულა), რომელიც 8 წელი მისი თანაგუნდელი იყო.   ბრაიანტი ჯამური ქულებით ახლა მხოლოდ ქარიმ აბდულ ჯაბარს, კარლ მელოუნს, მაიკლ ჯორდანს და უილტონ ჩემბერლენს ჩამორჩება და თუ მეტნაკლებად შეინარჩუნებს შედეგიანობას, სავსებით რეალური შანსი აქვს, რომ ჩემბერლენს და ჯორდანს ორ წელიწადში გადაასწროს. ბრაიანტი წლეულს საშუალოდ 29,3 ქულას აგროვებს, კარიერაში კი მისი საშუალო მაჩვენებელია 25,4 ქულა. ამ ბოლო შედეგით იგი ვერ შედის ხუთეულში, მხოლოდ მე-11 ადგილზეა და მოქმედი კალათბურთელებიდან ლებრონ ჯეიმსს (27,7 ქულა საშუალოდ 9 სეზონში) და კევინ დურანტს (25,9 ქულა საშუალოდ 5 სეზონში) ჩამორჩება.
ნბა-ს ყველა დროის ბომბარდირთა ათეული
1 ქარიმ აბდულ ჯაბარი   38 387 (24,6 ქულა საშუალოდ 20 სეზონში, 1969-89 წლებში)
2 კარლ მელოუნი            36 928 (25,0 ქულა საშუალოდ 19 სეზონში, 1985-04 წლებში)
3 მაიკლ ჯორდანი          32 292 (30,1 ქულა საშუალოდ 15 სეზონში, 1984-03 წლებში *)
4 უილტ ჩემბერლენი      31 419 (30,1 ქულა საშუალოდ 14 სეზონში, 1959-73 წლებში)
5 კობი ბრაიანტი             28 601 (25,4 ქულა საშუალოდ 15 სეზონში, 1996-დღემდე)
6 შაკილ ონილი              28 596 (23,7 ქულა საშუალოდ 19 სეზონში, 1992-11 წლებში)
7 მოზეს მელოუნი          27 409 (20,6 ქულა საშუალოდ 19 სეზონში, 1976-95 წლებში)
8 ელვინ ჰეიესი              27 313 (21,0 ქულა საშუალოდ 16 სეზონში, 1968-84 წლებში)
9 ჰაკიმ ოლაჯუონი         26 946 (21,8 ქულა საშუალოდ 18 სეზონში, 1984-02 წლებში)
10 ოსკარ რობერტსონი   26 710 (25,7 ქულა საშუალოდ 14 სეზონში, 1960-74 წლებში)
* - მაიკლ ჯორდანი 1994 და 1999-00 წლებში არ თამაშობდა


No comments:

Post a Comment