Pages

Wednesday, February 15, 2012

“ტოტენჰემმა” ბრაზილიელი მცველი ინათხოვრა

ლონდონის “ტოტენჰემმა” ბრაზილიური “სან პაულუს” ცენტრალური მცველი, ბრუნუ უვინი ინათხოვრა. ბრაზილიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი ჰარი რედნაპის გუნდში ზაფხულამდე იასპარეზებს
.
“ტოტენჰემი” ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. ვფიქრობ, ამ გუნდში პროგრესირებას განვაგრძობ. ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა”, - განაცხადა ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს, ინგლისელებს უვინის გამოსყიდვა 3,7 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ცნობისათვის, ბრუნუ უვინს “სან პაულუში” 8 მატჩი აქვს ჩატარებული.


No comments:

Post a Comment