Pages

Wednesday, February 15, 2012

სალგადო : "რეალი აუცილებლად მოიგებს ლა ლიგას"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, მიჩელ სალგადომ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამეფო კლუბი აუცილებლად მოიგებს პრიმერა დივიზიონს.

"დედაქალაქურ გუნდს იმდენად დიდი ჰანდიკაპი აქვს უახლოეს მდევართან, რომ გამორიცხულია ჩემპიონობის დათმობა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მადრიდელები აუცილებლად მოიგებენ შიდა ჩემპიონატს."

"სიბელესზე ახალ ფეხბურთელებსაც მოუწევთ მისვლა და თასის ზეიმი, ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა."

"ჟოზე მოურინიო არ არის ის მწვრთნელი, რომელიც 10 ქულიან უპირატესობას გაანიავებს, მადრიდელებმა რომც წააგონ რამდენიმე შეხვედრა მაინც პირველ ადგილზე დარჩებიან."


No comments:

Post a Comment