Pages

Wednesday, February 15, 2012

14-დან 14-მდე

დღეს 14 თებერვალია, ბევრისთვის მხოლოდ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ვალენტინობაა, ბევრისთვის სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ აიღებს სტარტს, მაგრამ ბევრისთვის ეს დღე სულ სხვა რამესთან არის დაკავშირებული.
ზუსტად ერთი წლის, მან კარიერა დაასრულა.... ფეხბურთი, სპორტი რომლის სიყვარულიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. დამეთანხმებით ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ის არასდროს განიცდიდა ვარსკვლავების სიმცირეს, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამ პოსტში, მე უბრალოდ მინდა მოგიყვეთ ადამიანის შესახებ, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა...
ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო


დაბადების თარიღი - 1976 წლის 22 სექტემბერი, ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო

კლუბები:

"კრუზეირო" - 34 მატჩი \ 34 გოლი. (1993-94 წ)
"პსვ" - 46 მატჩი \ 42 გოლი. (1994—1996 წ)
"ბარსელონა" - 37 მატჩი \ 34 გოლი (1996—1997 წ)
"ინტერი" - 68 მატჩი \ 49 გოლი (1997—2002 წ )
"რეალი" - 127 მატჩი \83 გოლი (2002—2007 წ)
"მილანი" - 20 მატჩი \ 9 გოლი (2007—2008 წ )
"კორინთიანსი" - 52 მატჩი \ 29 გოლი (2008—2011 წ)
სულ: 384 მატჩი \ 280 გოლი.


ეს უბრალოდ wikipedia-ს მონაცემებია, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ახლა გადავიდეთ რეალურ მიზეზებზე, თუ რატომ იყო ის განსაკუთრებული. მის გოლებს განიხილავდნენ, ის აუდიტორიას აოცებდა და ხალხს უბრალოდ უყვარდა. ტრავმები, გამოტოვებული მატჩები, ხელჩაქნეული გულშემატკივარი, მაგრამ ყოველთვის ღირსეული დაბრუნება, ეს დე ლიმაა მისი ისტორიით.
მასზე საუბრობდნენ, როცა "ბარსაში" რეკორდებს ამყარებდა, საუბრობდნენ მაშინაც, როცა "ინტერში" წავიდა, კიდევ უფრო მეტი გვესმოდა, როდესაც 1999 წლის დასასრულს უმძიმესი ტრავმა მიიღო, შემდეგ კი 2002 წლის მსოფლიოზე უბრალოდ ჭკუიდან შეშალა საფეხბურთო სამყარო (პირველ რიგში ოლივერ კანი, რომელმაც მუნდიალზე მხოლოდ სამი გოლი გაუშვა და აქედან ორი რონალდოსგან ფინალში),მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც მომატებული კილოგრამების და კაპელოს წყალობით 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, სამეფო კლუბიდან "მილანში" გადაბარგდა.

"ბარსა"\"რეალი", "ინტერი"\"მილანი", ყოველთვის თამაშობდა კლუბებში, რომელთა ქიშპობა ათეულ წლებს ითვლის, ის უბრალოდ ანებივრებდა გულშემატკივარს კარგი ფეხბურთით, მას ყოველთვის დაუფასებლად უშვებდნენ და ყოველთვის ამტკიცებდა, რომ შეუცვლელი იყო, მან ხომ "მილანში" დებიუტიდან ორ მატჩში აალაპარაკა იტალიური პრესა.

რონალდომ თავის კარიერაში მეორე უმძიმესი ტრავმა 2008 წლის 14 თებერვალს მიიღო, სიმბოლულია ალბათ, რომ 2011 წლის 14 თებერვალს გაუთავებელი ტრავმების გამო ფენომენმა კარიერა დაესრულა.

No comments:

Post a Comment