Pages

Wednesday, February 15, 2012

ლეგენდა, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება!

როგორც ამბობენ:”გენიოსი ვერ გახდები, გენიოსად უნდა დაიბადო”ეს ბუნების მიერ ბოძებული ნიჭია, რომლითაც მხოლოდ ერთეულები, გამორჩეულები ჯილდოვდებიან… შემდეგ კი, ამ ნიჭის წყალობით ისინი საკუთარ კვალს ტოვებენ ისტორიაში, მერე კი კვდებიან, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები… გენიოსობა რთულია… რადგან შენ იმთავითვე განსხვავებული ხარ ამ სამყაროს დანარჩენი მცხოვრებლებისგან…

მართლაც, რატომ გვიჭირს იმის აღიარება, რომ ესა თუ ის ადამიანი სხვებისგან გამორჩეულია? 

ვფიქრობ, რომ ანრის ნაირი მეორე დედამიწაზე არ დაიბადება, ის არაამქვეყნიურია, უჭკვიანესი, რომელიც ბურთს ისე ეპყრობა თითქოს დაბადებიდან მისი ყოფილიყოს.

დაბრუნდა და მოაგებინა!

ტიერი ანრიმ მორიგი დაუვიწყარი "ფილმი" აჩუქა თავისი გუნდის გულშემატკივრებს. 

აქ სიტყვები მართლაც სრულიად ზედმეტია, ტიტი უბრალოდ ადგა და აჩვენა არსენალის ფეხბურთელებს თუ როგორ უნდა გოლის გატანა.

No comments:

Post a Comment