Pages

Wednesday, February 15, 2012

ჯოკოვიჩმა დაამტკიცა, რომ ნადალზე ძლიერია

2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ დროისათვის უძლიერესი ჩოგბურთელია. 24 წლის სერბმა ავსტრალიის ღია პირველობის ძალზე დაძაბულ ფინალში საერთო ანგარიშით 3:2 დაამარცხა ერთი წლით უფროსი რაფაელ ნადალი, რომელსაც შარშან ჩამოართვა პირველი ჩოგნის სტატუსი.
სულ კი ბოლო ერთ წელიწადში მეშვიდედ მოიგო ფინალი, მათ შორის უიმბლდონზე და აშშ-ის ღია პირველობაზე.  ჯოკოვიჩსა და ნადალს შორის შეხვედრა 5 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა, რაც სლემ-ტურნირების ფინალების ახალი რეკორდია და ძველ რეკორდზე ზუსტად ერთი საათით მეტია. ამ ფინალში დაძაბულობამ პიკს მეხუთე სეტში მიაღწია. ესპანელი ახლოს იყო სერბთან წაგებათა სერიის შეწყვეტასთან, მაგრამ ბოლო სეტში ჯოკოვიჩმა 7:5 მოიგო. ჯოკოვიჩისთვის ეს გამარჯვება მეხუთეა დიდი სლემის ტურნირებზე. ნადალი ჯამში ჯოკოვიჩზე ტიტულოვანია. იგი 15-ჯერ გასულა სლემ-ტურნირის ფინალში და აქედან 10 აქვს მოგებული, მათ შორის ექვსჯერ საფრანგეთის ღია პირველობა.

No comments:

Post a Comment