Pages

Tuesday, March 6, 2012

ექსკურსია მუზეუმში


თასის ფინალი "ვისენტე კალდერონეზე" გაიმართება

როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია! ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 2 საათისა და 45 წუთიანი განხილვის შედეგად მივიდა.

"ვისენტე კალდერონე" მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონია. ის 1966 წელს იქნა აშენებული, ხოლო 1982 წელს მოხდა მისი რეკონსტრუქცია. "კალდერონეზე" 54,960 გულშემატკივარი ეტევა. მოედნის ზომა 105მ. X 70მ-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.


"სანტიაგო ბერნაბეუ" უახლოეს მომავალში

რამდენიმე დღის წინ, ბუენოს-აირესში კლუბებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კატალონიური კლუბი არგენტინულ კლუბს გადასცემს ახალგაზრდული გუნდების ფორმირების შესახებ პროექტს და სანაცვლოდ მიიღებს უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენისას.

"ჩვენი კლუბისთვის ეს დიდი დღეა. პროექტი მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი კლუბთან, რომელიც ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კანტერას." - განაცხადა "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტმა, დანიელ ანჟელკიმ.

ეს იდეა დაიბადა გასულ წელს, როდესაც არგენტინული გუნდები ეწვივნენ ესპანეთს, რათა შეხვედროდნენ საფეხბურთო გრანდების ლიდერებს. ""ბარსელონაში" მე შევხვდი სანდრო როსელს. აქედან დაიწყო ყველაფერი." ხორხე რაფომ, "ბოკა ხუნიორსის" კანტერას კოორდინატორმა აღიარა, რომ არგენტინის ახალგაზრდული ფეხბურთი კრიზისს განიცდის. "ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ესპანეთში ვისწავლეთ. არგენტინული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი, დაწყებული ყველაზე დაბალი დივიზიონიდან, დამთავრებული პრიმერათი, თამაშობს ერთსა და იმავე სტილში." - განაცხადა რაფომ, რომელიც "ბოკაში" მისვლამდე ხელმძღვანელობდა არგენტინაში "ლა მასიას" ფილიალის გახსნის პროექტს.

თავის მხრივ ჟორდი მესტრემ, "ბარსელონას" საფეხბურთო მზადების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ისეთ გუნდთან, რომელსაც ასეთი დიდებული წარსული აქვს.


ალფრედო მარკესი : "კაკა ფორმაში შედის"



ესპანელმა საფეხბურთო მიმომხილველმა, ალფრედო მარკესმა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ნახევარმცველს, რიკარდო კაკას სტატია მიუძღვნა...
"რიკარდო ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, უკვე ვხედავთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლო შეხვედრებში სწორედ მას ენდობა და ბრაზილიელიც ამართლებს გაცემულ ავანსებს. მისი გამოცდილების შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და უბრალოდ აზრი არ აქვს ზედმეტ საუბარს. მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვა ერთგვარ სისტემატიზირებულ ერთობლიობად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მთელი რგოლი ძალიან მობილურია და გუნდის სისწრაფე სწორედ ნახევარმცველთა მოძრაობაზეა დამოკიდებული, რიკიმ შეძლო და მხარი აუბა საკუთარ უსწრაფეს თანაგუნდელებს."

"ავიღოთ ბოლო შეხვედრა, რომელიც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ესპანიოლის წინააღმდეგ გამართეს. ვფიქრობ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ბრაზილიელი იყო, რადგან მან საგოლე პასებიც დაარიგა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ნახევარმცველის დაუღალავი შრომა და მოძრაობა მთელი შეხვედრის მანძილზე იყო თვალნათლივი. როგორც კი კაკა ბურთს მიიღებდა, სიტუაცია მაშინვე მწვავდებოდა და მეტოქის მცველთა დაბნეულობა შეიმჩნეოდა."

"ასევე აღსანიშნავია, ბრაზილიურ-პორტუგალიური დუეტი, რომელსაც კრიშტიანო-რიკარდოს წყვილი ჰქვია. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, შეგვიძლია განვიხილოთ ფრაგმენტები, სადაც რონი და რიკი ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და მეტოქეს ულამაზესი ტექნიკის დემონსტრირების ხარჯზე უსწორდებიან."

"კაკა აშკარად კრიფავს სასურველ ფორმას და ეს ყველამ უნდა დაინახოს. ვფიქრობ, ბრაზილიელი მოთამაშე მაინც გაიბრწყინებს და სამეფო კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახდება."