Pages

Tuesday, March 6, 2012

რამდენიმე დღის წინ, ბუენოს-აირესში კლუბებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კატალონიური კლუბი არგენტინულ კლუბს გადასცემს ახალგაზრდული გუნდების ფორმირების შესახებ პროექტს და სანაცვლოდ მიიღებს უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენისას.

"ჩვენი კლუბისთვის ეს დიდი დღეა. პროექტი მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი კლუბთან, რომელიც ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კანტერას." - განაცხადა "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტმა, დანიელ ანჟელკიმ.

ეს იდეა დაიბადა გასულ წელს, როდესაც არგენტინული გუნდები ეწვივნენ ესპანეთს, რათა შეხვედროდნენ საფეხბურთო გრანდების ლიდერებს. ""ბარსელონაში" მე შევხვდი სანდრო როსელს. აქედან დაიწყო ყველაფერი." ხორხე რაფომ, "ბოკა ხუნიორსის" კანტერას კოორდინატორმა აღიარა, რომ არგენტინის ახალგაზრდული ფეხბურთი კრიზისს განიცდის. "ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ესპანეთში ვისწავლეთ. არგენტინული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი, დაწყებული ყველაზე დაბალი დივიზიონიდან, დამთავრებული პრიმერათი, თამაშობს ერთსა და იმავე სტილში." - განაცხადა რაფომ, რომელიც "ბოკაში" მისვლამდე ხელმძღვანელობდა არგენტინაში "ლა მასიას" ფილიალის გახსნის პროექტს.

თავის მხრივ ჟორდი მესტრემ, "ბარსელონას" საფეხბურთო მზადების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ისეთ გუნდთან, რომელსაც ასეთი დიდებული წარსული აქვს.


No comments:

Post a Comment