Pages

Wednesday, February 15, 2012

პედრომ 150-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა

პედრო როდრიგესმა თავისი 150-ე შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით "ბაიარენაზე" ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. 24 წლის ფეხბურთელის დებიუტი შედგა 4 წლის წინ, მაშინ, როცა გუნდს სათავეში ფრენკ რაიკაარდი ედგა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ო შეცვალა 2008 წლის 12 იანვრის "კლასიკოში". იმ დროისთვის როდრიგესს მაისურზე "პედრიტო" ეწერა.

იმ დროიდან დღემდე პედრომ ლა ლიგაში 89 შეხვედრა ჩაატარა, სამეფო თასზე 18, ჩემპიონთა ლიგაზე 32, ესპანეთის სუპერ-თასზე 5, ევროპის სუპერ-თასზე 2 და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 4.

პედრიტოდან პედრომდე  

პედროს დებიუტი ფრენკ რაიკაარდის ერაში შედგა. ნიშანდობლივია, რომ მაშინ "ბარსა ბ"-ს მწვრთნელი გახლდათ პეპ გვარდიოლა, რომელიც შესანიშნავად იცნობდა პედრიტოს თამაშის სტილს. სწორედ ამიტომ, როდრიგესს ადგილი "დაჯავშნული" ჰქონდა "პეპ-თიმის" რიგებში. გვარდიოლას ხელში საოცრად იმატა ფეხბურთელის სათამაშო ხარისხმა და ბრწყინვალე თავდამსხმელად ჩამოყალიბდა სამწელიწადნახევარში. მისი პირველი გოლი გავიდა "სან მამესის" სტადიონზე 2009 წელს, ესპანეთის სუპერ-თასის მატჩში. იმ დროიდან დღემდე კანარის კუნძულელის ანგარიშზე 52 გატანილი ბურთია. მას ასევე გატანილი აქვს გადამწვეტი გოლი მონაკოში. როდრიგესმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ესტუდიანტესს" გაუტანა გოლი 88-ე წუთზე, რითაც წონაწორობა აღადგინა და საკუთარ კლუბს შესაძლებლობა მისცა დამატებით დროებში მოეგო თასი. კატალონიელთა მხრიდან მეორე გოლი ლეო მესის ანგარიშზეა, არგენტინელმა მკერდით შეაგდო ბურთი.


No comments:

Post a Comment