Pages

Wednesday, February 15, 2012

"ქაისერსფორმა" "ბეშიქთაში" დაამარცხა

შოთა არველაძის "ქაისერსფორმა" თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი გუნდი "ბეშიქთაში" 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.
ქართველი მწვრთნელის გუნდი შინ ეთამაშა სტამბულის წარმომადენელს და მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა ავსტრალიელი ჯეიმს ტროისის გოლით. შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ქაისერმა" მატჩი სასურველ დასასრულამდე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ "ბეშიქთაში" პირველი ტაიმის ბოლო წუთებიდან კაცნაკლული დარჩა. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ქართველ მცველ ზურაბ ხიზანიშვილს. "ქაისერმა" ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა.

No comments:

Post a Comment