Pages

Thursday, February 16, 2012

უთანხმოება მესის მაისურის გამო

The Sky-ს ინფორმაციით, მანუელ ფრიდრიხი და მიხელ კადლეცი ტელევიზიის, ბეჭდვითი პრესისა და რადიოს წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
საქმე ისაა, რომ, როცა "ბაიერი" საკუთარ კედლებში "ბარსელონას" მასპინძლობდა, გერმანელი ფეხბურთელები პატარა ბავშვებივით მოიქცნენ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როცა მასპინძლები მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ, ფრიდრიხი და კადლეცი შესვენებაზე გასულ მესის შემოეხვივნენ და მას მაისური სთხოვეს.

საბოლოო ჯამში, მატჩის დასრულების შემდეგ მესის მაისური ხვდა წილად კადლეცს, რომელმაც ასეთი კომეტარი გააკეთა: "ლეოს მაისური ჩემს სახლში საპატიო ადგილს დაიკავებს."

პრესის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფრდრიხი და კადლეცი იმას უფრო განიცდიდნენ, თუ ვინ ჩაიგდებდა ხელში "ბარსას" "10" ნომრიან მაისურს, ვიდრე იმ გოლს, რომელიც მათ ალექსის სანჩესმა გაუტანა.

No comments:

Post a Comment