Pages

Thursday, February 16, 2012

"რეალმა" საბოლოოდ თქვა უარი ფინალის მასპინძლობაზე



ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ განაცხადა უარი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის სამეფო თასის ფინალის ჩატარებაზე.


შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდის სურვილი იყო, რომ ეთამაშათ "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაგრამ "სამეფო კლუბის" პოზიცია უცვლელი დარჩა. პრესის ინფორმაციით "თეთრების" წარმომადგენლებს არ სურთ, რომ კატალონიელების შესაძლო გამარჯვება "ბერნაბეუზე" აღინიშნოს.

"ატლეტიკის" პრეზიდენტი ხოსუ ურუტია ორჯერ შეხვდა ფლორენტინო პერესს აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ, თუმცა ორივე შემთხვევაში უარი მიიღო.

No comments:

Post a Comment