Pages

Thursday, February 16, 2012

"რეალის" გულშემატკივრებს ჩემპიონობის განაღდება "კამპ ნოუზე" სურთ



ესპანურმა გამოცემა "მარკამ" მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხვის მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ როდის სურთ გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის გაჩემპიონება. საქმე ისაა, რომ "რეალს" ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის ფარგლებში გასვლითი მატჩი ელის "ბარსელონასთან". თუ "თეთრებს" სურთ, რომ ქვეყნის ჩემპიონობა აღნიშნულ მატჩამდე გაინაღდონ, მაშინ ისინი "კამპ ნოუს" 16 ქულიანი უპირატესობით უნდა ეწვიონ. თუ გუნდებს შორის 10 ქულიანი სხვაობა შენარჩუნდება და "რეალი" შეხვედრის მოგებას მოახერხებს, მაშინ ის ქვეყნის ჩემპიონობას კატალონიელთა მოედანზე იზეიმებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, "რეალის" გულშემატკივართა უმეტესობას სურს, რომ მადრიდელებმა ჩემპიონობა სწორედ "კამპ ნოუზე" გაინაღდონ. 

No comments:

Post a Comment