Pages

Tuesday, February 21, 2012

"რეალი" გუიდეტით ინტერესდება

People-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" სერიოზულად არის დაინტერესებული "ფეინოორდის" 19 წლის შვედი თავდამსხმელით, ჯონ გუიდეტით...
ჯონ გუიდეტი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და იგი უკვე როტერდამული გუნდის ლიდერი გახლავთ. მის ანგარიშზე ამ სეზონში 18 გოლია და ბრწყინვალე თამაშითაც გამოირჩევა "ერედივიზიონში". შვედი თავდამსხმელი "ფეინოორდში" "სიტიდან" გადავიდა. People-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" სკაუტები განსაკუთრებით აკვირდებიან გუიდეტს. რამდენად საჭიროა კიდევ ერთი თავდამსხმელი "ბლანკოსში" ეს კიდევ საკითხავია, რამეთუ გუნდში იგუაინი და ბენზემა გახლავთ...


No comments:

Post a Comment