Pages

Saturday, February 18, 2012

"იუვეს" ალონსო სურს

როგორც ირკვევა იტალიურ კლუბს კერძოდ "იუვენტუსს" ჩაბი ალონსოს შეძენა სურს...


"იუვენტუსის" მესვეურები მზად არიან 35 მილიონი ევრო გადაიხადონ ესპანელში. როგორც მოგეხსენებათ, ტურინელებს წელს დიდი მიზნები ამოძრავებთ, მათ სურთ მოიგონ იტალიის "სერია ა" და გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ამიტომ, "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ მათ მომავალი სეზონისთვის სჭირდებათ უფრო ძლიერი შემადგენლობა. ჩაბი ალონსო, კი სიის სათავეშია, მათი თქმით ის ანდრეა პირლოს შეუწყვილდება. მწვრთნელი იმედოვნებს, იტალიელის და ესპანელის დუეტი მოედნის ცენტრში ბრწყინვალე სანახავი იქნება. თუმცა, აქვე არ უნდა დავივიწყოთ "ბლანკოსი", რადგან ალონსო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ძნელად წარმოსადგენია პერესმა და მოურინიომ ესპანელი ასე ადვილად დათმონ.



No comments:

Post a Comment