Pages

Saturday, February 18, 2012

რონალდოს კარგი მოგონებები "რასინგთან"

"რასინგი" გახლავთ კლუბი, რომელთანაც კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველი პოკერი შეასრულა...
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გასულ სეზონში "რეალმა" "ბერნაბეუზე" "რასინგს" 6-1 სძლია. რონალდომ ამ მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელისთვის ეს კარიერაში პირველი პოკერი აღმოჩნდა. საერთო ჯამში კრიშტიანოს სტატისტიკა სანტანდერულ კლუბთან შემდგომში მდგომარეობს - ორი მოგება, ერთი ფრე და ხუთი გოლი.


როგორც იცით, რონალდო ერთ პოკერს არ დასჯერდა და იმავე სეზონში "პის ხუანზე" "სევილიასთანაც" გამოირჩა ოთხი გოლით. იმ მატჩში "მერენგებმა" 6-2 იმარჯვეს...



No comments:

Post a Comment