Pages

Friday, February 24, 2012

”ბარსელონა” მზადებას აგრძელებს

დღეს დილით გუნდმა მორიგი სავარჯიშო სესია გამართა ”ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე, რომელშიც კვლავ მიიღო მონაწილეობა კრისტიან ტელიომ. ტრავმირებულები, აფელაი და ვილია სავარჯიშო დარბაზში აგრძელებს აღდგენას.

”ბარსელონა” კვირას, ”ვისენტე კალდერონზე”, მადრიდის ”ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს ფეხბუთელებმა ”სიუტატ ესპორტივას” მეორე მოედანზე ივარჯიშეს. სესიაში მონაწილეობას ის ფეხბურთელები იღებდნენ, რომლებიც მიმდინარე კვირაში ვარჯიშობდნენ. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და კრისტიან ტელიო იყო.

იმ დროს, როცა 19 ფეხბურთელი მოედანზე ვარჯიშობდა ტრავმირებულები, იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია დარბაზში ასრულებდნენ აღდგენით სამუშაოებს.

ოლო ვარჯიში შაბათს
”ატლეტიკოსთან” შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს გუნდი ხვალ გამართავს. ვარჯიში დღის მეორე ნახევარში, 18 საათზე გაიმართება. სესიის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.

”ბარსელონა” მადრიდში კვირას გაემგზავრება, სადაც 21:30 საათზე პეპ გვარდიოლას გუნდი ”ჩოლო” სიმეონეს გუნდს დაუპირისპირდება.












No comments:

Post a Comment