Pages

Saturday, March 10, 2012

კატალონიის "ბარსელონა" – მადრიდის "რეალი"

სამოქალაქო ომის ექო,ფრანკოს საბედისწერო როლი , რომის პაპის მფარველობა, სახელმწიფო უშიშროების მაქინაციები, ომი ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერისათვის და ლუიშ ფიგუს სამარცხვინო ღალატი . ისტორია მძიმე ურთიერთობებისა ორ მთავარ ესპანურ კლუბ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის.

ათი წლის წინ, როდესაც ლუიშ ფიგუმ სახელი ღალატით შეირცხვინა, მსოფლიო სულ სხვა იყო. კვლავ უცვლელი იყო ნიუ იორკის "ტყუპები". არავის არაფერი გაეგო ვერტიკალური ძალაუფლების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ "სუვერენულ დემოკრატიაზე". სადამ ჰუსეინი დაუსჯელი იყო. ჟოზე მარიო დოს სანტოს მოურინიო ფელიქსი წყნარად მუშაობდა  ლუი ვან გაალთან თანაშემწედ. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, მხოლოდ ცოტა რამ დარჩა იგივე, მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ დიდ ცვლილებებს. მოკრძალებულმა ჟოზე  მაურინიომ თანდათან აღმოაჩინა თავის თავში დამოუკიდებელი მწვრთნელობის ნიჭი, ჰუსეინი რომელიც უკვე ძალიან შორს იყო წასული , იპოვეს და  ჩამოახრჩვეს როგორც ძაღლი. დანგრეული "ტყუპების" ადგილზე ეს-ესაა აღმართავენ  რწმენის ტაძარს, რომელიც თვითონ "ტყუპების" დამანგრევლების რწმენას ეკუთვნის... ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება. მაგრამ ახლა, ათი წლის შემდეგაც კი, უცვლელი რჩება სიძულვილი და აბუჩად აგდება ლუიშ ფიგუსი გულშემატკივრებისგან, რომლებსაც მან უღალატა და ფულზე გაცვალა. მაინც მოიძებნება ქალაქის ქუჩებში ხალხი, რომლებსაც იგი ეფიცებოდა მარადიულ სიყვარულს, და მე არ გამიკვირდება თუ ეს სიძულვილი მისდამი ამ ქალაქში თხუთმეტი და ოცი წლის შემდეგაც არ განელდება. ასე რომ ლუიშ ფიგუს ღალატი არის  ერთ-ერთი  ყველაზე ნათელი ეპიზოდი, მარადიული, მუდმივად ცვალებადი დაპირისპირებისა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, დაპირისპირება რომელიც დაიწყო სამოქალაქო ომთან ერთად, და თავისი სიმწვავით შესადარებელ, რელიგიურ ომთან. სიმბოლურია,  რომ ძირითად პუნქტებზე და საკვანძო მომენტებზე ამ დაპირისპირების შესახებ, ჟურნალისტმა, სპორტის ისტორიკოსმა, ბარსელონას უნივერსიტეტის პროფესორმა მარკოს გარსიამ წმინდა იზაბელის მონასტრის ერთ-ერთ ეკლესიაში გვიამბო - ამაზე უკეთესი ადგილი ამ თემაზე სასაუბროდ ალბათ ვერც კი მოიძებნებოდა, ხოლო თვითონ საუბარი კი ასეთი გამოდგა :
- "მაშინდელი კლუბ "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ სანიოლი ასევე იყო  მეთაური ადგილობრივი რესპუბლიკური აჯანყებისა. 1936 წელს, ფრანკოს ჟანდარმებმა შეიპყრეს ის (იმ დროს ის მიემგზვარებოდა მადრიდში,რომ  განეხილა ერთობლივი მოქმედებები ადგილობრივ რესპუბლიკელებთან) და დახვრიტეს , რამენაირი გამოძიებისა და  სასამართლოს გარეშე.
  მაგრამ მაინც, ბარსელონას აღება მათ ძალიან გაუჭირდათ. ისინი შეხვდნენ ძალიან ძლიერ წინააღმდეგობისა და ბევრი გავიდა ბარიკადებზე. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მაშინ, უამრავი დახვრიტეს, ჯერ კიდევ გაურკვეველია რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ სამი ათასი ადამიანისა. უმეტესობა მათგანი დაკრძალულია "Montjuic"-ზე, სადაც ახლა ოლიმპიური სტადიონია.
  და რა თქმა უნდა,იმის გათვალისწინებით რომ დიქტატორულმა რეჟიმმა  იცოდა თუ  ვინ იყო ხოსეპ  სანიოლი და საიდან  მოდიოიდა, ფრანკო, რომელმაც აიღო თუ არა ბარსელონა, პირველი რაც გააკეთა, დიდი ზიანი მიაყენა საფეხბურთო კლუბს. ჩვენთან კატალონიაში იყო ასეთი დიდი მწერალი, მანუელ ვაზქეზ მონტოლბანი. იგი გარდაიცვალა გასულ წელს და ერთ დროს სამი წლის განმავლობაში იჯდა ციხეში ანტიფაშისტური  ორგანიზაციაში  მონაწილეობის  გამო. ასე რომ, მანუელმა დეტალურად შეისწავლა ის პერიოდი და მთელი წიგნი დაწერა სახელად "ბარსა". და ამ წიგნში მოყვანილია დოკუმენტების სია, ბარსელონურ ორგანიზაცებზე, რომლებსაც სრულ აკრძალვას უპირებდა ფრანკო, კომუნისტების,სეპარატისტების და ანარქისტების მერე სიაში მე-4 ადგილზე იყო საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".
 ისე, სიმართლე რომ ითქვას, კლუბი მაინც ბოლომდე არ აკრძალეს. თუმცა ბარსელონას მთავარი ოფისი ააფეთქეს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ სანიოლის თანაშემწე დახვრიტეს, კლუბის ყველა დანარჩენ თანამშრომელზე საქმე აღძრეს და სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. ყველაფერთან ერთად კატალონიურ ენას ჩამოართვეს სახელმწიფო ენის სტატუსი (ეს თვითონ კატალონიაში!), და გაიცა ბრძანება შეცვლილიყო ოფიციალური სახელწოდება, კატალანური "Football Club Barcelona" ესპანეთის "Club de Football de Barcelona"-ზე. და ასევე კლუბის გერბიდან ამოღებულიყო კატალონიის დროშა.
  კლუბის ახალ პრეზიდენტად, რა თქმა უნდა, ფრანკოს კაცი დანიშნეს. იყო ასეთი ენრიკო პინეირო, ომის დროს მსახურობდა ე.წ. "ანტი-მარქსისტულ დივიზიონში". ის დამოკიდებული იყო მთლიანად ფრანკოზე, ყველაფერში ემორჩილებოდა მას, მაგრამ კატალონიელ ფანებზე, რა თქმა უნდა, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა.
  და მას შემდეგ მოყოლებული, ფრანკოს სიკვდილამდე, ბარსელონას სტადიონი (მაშინ "Les Corts" სტადიონი იყო, "ნოუ კამპი" 1957 წელს აშენდა) იყო ასეთი თავისუფლების კუნძული. სტადიონზე  შეგეძლო არაფრის არ შეგშინებოდა, გელაპარაკა პოლიტიკაზე, განგეხილა ყველანაირი საკითხი და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გაგეკეთებინა მშობლიურ ენაზე. ასე რომ, იმ წლებში საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" იყო ერთგვარი პროტესტი და შეუიარაღებელი წინააღმდეგობა. მწერალი, მანუელ მონტოლბანი, რომელიც მე უკვე ვახსენე,იმ წლების ბარსელონას "სახელმწიფოდაკარგული ხალხის უნიკალურ იარაღად" იხსენიებს. და, სხვათა შორის, ცნობილი ლოზუნგი, "კატალონია არ არის ესპანეთი" პირველად გამოჩნდა "Les Corts"-ის სტადიონზე და სწორედ იმ წლებში.

- გასაგებია, რომ ბარსელონას არ უყვარდა ფრანკო, მაგრამ რანაირად გადავიდა ეს სიძულვილი მადრიდის "რეალზე"?
- ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ფრანკოს, როგორც ნებისმიერ დიქტატორს სურდა ცენტრალიზაცია და სურდა მთელი ძალაუფლების თავის ხელში მოკრება. ის მაქსიმალურად ცდილობდა გაეკონტროლებინა ყველაფერი, რაც კი ხდებოდა ესპანეთის ფეხბურთში და ამასთან დაკავშირებით მას სჭირდებოდა ეგრედწოდებული "სუპერკლუბი", რომელიც იქნებოდა ესპანური ფეხბურთის განსახიერება. მან ასეთ კლუბად აირჩია მადრიდი "რეალი".
  არსებობს ფაქტები: მან მიიღო  ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხმარებოდა "რეალს" და საქმეს უფუჭებდა "ბარსელონას", მის უმთვრეს მეტოქეს. მაგალითად, მისი  პირდაპირი ბრძანებით, რადიო, გაზეთები და შემდეგ უკვე ტელევიზიაც უფრო დიდ დროს და სივრცეს უთმობდნენ მადრიდულ კლუბს, ვიდრე კატალონიურს.

- სულ ეს არის?
 - არა, რა თქმა უნდა. არაფერი  არ გსმენიათ " Chamartin " სკანდალზე?  "Chamartin"  ერქვა "რეალის" ძველ სტადიონს. ეს მოხდა 1943  წელს. მადრიდის "რეალი" და "ბარსა" ეთამაშებოდნენ ერთმანეთს "გენერალისიმუსის თასზე". მაშინ მას ასე უწოდებენ, ფრანკოს თასსაც ეძახდნენ, ახლა მას ეწოდება სამეფო თასი, რასაც დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
  ამრიგად, პირველი თამაში იყო ბარსელონაში. აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს. მოიგეს ანგარიშით 3:0. საპასუხო მატჩი მადრიდში,სტადიონ "Chamartin"-ზე. ოცი წუთი იყო დარჩენილი თამაშის დაწყებამდე. მოულოდნელად, "ბარსელონას" გასახდელში შემოდის არა უბრალოდ ვინმე, არამედ თვით მთავარი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი და ეუბნება მათ, რომ ჯობია დაფიქრდნენ, სანამ სათამაშოდ გავიდოდნენ, ღირდა თუ არა იმ მატჩის მოგება, და თუ არ დაუჯერებდნენ, ეს მატჩი მათ კარიერაში ბოლო იქნებოდა. და როგორ ფიქრობთ, როგორ ითამაშეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა? 1:11 - ასეთი დიდი ანგარიშით მარცხი "ბარსელონას" ისტორიაში ერთადერთი იყო.

- და დი სტეფანო როგორ წაართვეს ბარსას? დი სტეფანო ხომ რეალში თამაშობდა...
- კი მაგრამ მას "ბარსელონაში" უნდა ეთამაშა და არა "რეალში". 1953 წელს ბარსამ ის შეიძინა "რივერ პლეიტიდან", რომელიც ფლობდა უფლებებს დი სტეფანოზე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ყველაფერი წესრიგში იყო. ალფრედო ჩავიდა ბარსელონაში, უკვე ვარჯიშობდა კლუბში და ყველას უცხადებდა, თუ როგორ ოცნებობდა "ბარსაში" თამაშზე. მოულოდნელად,  შოკისმომგვრელი ამბავი გახმაურდა, დი სტეფანომ რეალთან მოაწერა კონტრაქტს ხელი! აღმოჩნდება, რომ მადრიდელებს მასთან შეთანხმება მიუღწევიათ მაშინ, როდესაც იგი არენდით "მილიონარისში" თამაშობდა. და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო წესების თანახმად, იგი ეკუთვნოდა "ბარსელონას", ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც კონტროლდებოდა თავისთავად ფრანკოს მიერ, "ბარსელონას" გარიგებას უკანონოდ თვლის და აცხადებს რომ დი სტეფანო ითამაშებს "რეალში".
  ისე, სიმართლე რომ ვთქვათ ეს თავიდანვე არ მოხდა, რადგან "უეფა" ჩაერია და დაბლოკა გადაწყვეტილება. ფედერაციამ შემდეგ მიიღო სხვანაირი გადაწყვეტილება: დი სტეფანო ითამაშებდა ორივე კლუბში. პირველი ორი წლის განმავლობაში "რეალის", შემდეგ კი "ბარსას" შემადგენლობაში. მაგრამ აქ უკვე თვითონ ბარსელონამ თქვა უარი ფეხბურთელზე, რადგან იმ დროისთვის, იგი 27 წლის იყო, ხოლო 2 წლის შემდეგ არავინ არ იცოდა თუ რა იქნებოდა დი სტეფანო.

- ესეიგი,კონფლიქტი "ბარსასა" და "რეალს" შორის ფეხბურთელების თაობაზე ფიგუმდეც მომხდარა?
- ეს ხდება მუდმივად, მაგრამ დავამატებდი, რომ ეს არ იყო კონფლიქტები კლუბებს შორის, ეს იყო დაპირისპირება ფეხბურთელებსა და ფანებს შორის, რომლებიც  ერთი კლუბიდან მეორეში გადადიოდნენ. თქვენ გეცნობათ ვინმე რიკარდო ზამორა? ეს იყო სუპერ მეკარე, ალბათ საუკეთესო საუკეთესოთა შორის. 20-იანი წლების დასაწყიში ის გადავიდა "ბარსადან" "ესპანიოლში", იქიდან კი ტრანზიტით "რეალში".
  19 წლის რიკარდო ზამორა მარტინესი იყო პირველი მეკარე ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა, მისი საერთაშორისო დებიუტი შედგა 1920 წელს ოლომპიადაზე ანტვერპენში, სადაც ესპანეთის ნაკრებმა ოქროს მედლები აიღო.
 1933 წელს ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა ბარსელონაში ერთი ამხანაგური მატჩი ესპანეთის ნაკრების მონაწილეობით. ამის შემდეგ ფედერაციამ მიიღო წერილი ადგილობრივი ფანებისგან, რომ თუ ნაკრების კარს დაიცავდა ზამორა (მაშინაც ესპანეთის ნაკრენის მთავარი მეკარე იყო), იგი თამაშს უვნებელი ვერ დატოვებდა, ამიტომაც საბოლოოდ ამხანაგური მატჩი სხვა ქალაქში გადაიტანეს.
  შემდეგ, როდესაც რიკარდომ დაამთავრა საფეხბურთო კარიერა, იგი ცდილობდა ბარსაში მოეწყო მისი ახალგაზრდა ვაჟი, ძალიან ნიჭიერი მეკარე, თუმცა მას განუცხადეს, რომ რაც არ უნდა გადასარევი მეკარე ყოფილიყო მისი ვაჟი, ჯობდა სხვაგან ეთამაშა, თვითონაც მშვიდად იქნებოდა, რადგან გულშემატკივრებს მამამისის საქციელი კიდევ კარგად ახსოვდათ.

 იყო კიდევ ერთი შემთხვევა, ისიც ადრეულ წლებში. 1932 წელს მადრიდში ბარსელონადან გადავიდა სამიტერ ვილიალტა, საკმაოდ გამორჩეული თავდამსხმელი, რომელიც უამრავ გოლს იტანდა იმ პერიოდში. 11 წლის შემდეგ, ომის შემდეგ, იგი დაბრუნდა ბარსელონაში, ქუჩაში ცრემლებს ღვრიდა, დადიოდა ხალხის წინ მუხლებზე ეცემოდა და პატიებას ითხოვდა.მიუხედავად ყველაფრისა, ბარსელონაში მაინც აპატიეს და ცხოვრების ბოლომდე ბარსაში იმუშავა მწვრთნელის რანგში, ერთხელ ჩემპიონატიც კი მოიგო.
 არც ისე დიდი ხნის წინაც იყო შემთხვევები. "ბარსელონა" შუსტერმა დატოვა, რონალდომ, ლაუდრუპმაც. რა თქმა უნდა, ფანები არც მათ მიმართ იყვნენ კარგად განწყობილნი, მაგრამ მათი განწყობა სიძულვილში მაინც არ გადადიოდა. იმიტომ რომ რონალდომ "ბარსაში" მხოლოდ ერთი წელი ითამაშა და "რეალში" მას  შემდეგ მოხვდა, რაც "ინტერში" 5 სეზონი ჩაატარა. ლაუდრუპი შეიძლება საერთოდაც არ წასულიყო, მაგრამ მას გარემოებებმა არ შეუწყო ხელი, ლიმიტი ლეგიონერებზე და გვარდიოლა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო მის პოზიციაზე თამაში. საბოლოოდ კარგად ათამაშდა. შუსტერს ამაზრზენი ხასიათი ჰქონდა, იგი გუნდში ყველას ეჩხუბა, გარი ლინეკერსაც და  მაშინდელ მწვრთნელ ტერი ვენებელსაც, რომელმაც პირდაპირ განაცხადა საჯაროდ, რომ შუსტერი მის გუნდში აღარ ითამაშებდა.

 არა, ფიგუ, რა თქმა უნდა, მათ ფონზე განსაკუთრებული შემთხვევაა. ძნელია სიტყვებით გადმოვცე თუ როგორ უყვარდათ იგი ბარსელონაში, კი არ უყვარდათ, აღმერთებდნენ. ის იყო პირველი უცხოელი კაპიტანი კლუბის ისტორიაში. როცა 2000 წელს, ფლორენტინო პერესმა პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის ფიგუს ჩაიყვანდა მადრიდში, ბარსელონაში ერთი ამბავი დატრიალდა! მოეწყო სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც ჰკითხეს ლუისს: "წახვალ კლუბიდან?" და ძალიან კარგად მახსოვს მან რა უპასუხა: "როგორ შეიძლება მე წავიდე? როგორ ჩაგხედოთ მერე თქვენ თვალებში?!".
  და ზუსტად მომდევნო დღეს იგი გაფრინდა მადრიდში და კონტრაქტს მოაწერა ხელი "რეალთან". უფრო მეტიც, გაირკვა, რომ მას წინასწარი შეთანხმება, პერესთან იქამდე ჰქონია დადებული. ის იფიცებოდა, რომ არსად არ წავიდოდა, ხოლო გულში კი იცოდა, რომ მისი წასვლის ამბავი გადაწყვეტილი იყო. და ეს ყველაფერი მხოლოდ ფულის გამო! "რეალმა" მას მილიონ ნახევრით მეტი შესთავაზა, ვიდრე "ბარსამ". ეს, რა თქმა უნდა, იყო უდიდესი აფეთქება.

- თქვენ პირადად იყავით სტადიონზე, როდესაც ფიგუ პირველად გამოჩნდა ბარსელონაში "რეალის" მაისურით?
- დიახ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება ჩემს ცხოვრებაში. მე ნამდვილად არ მესმის, როგორ გაუძლო მან ამ ყველაფერს. რას აღარ უყვიროდნენ ტრიბუნებიდან, ღას აღარ უწერდნენ ბანერებზე, უამრავ საგნებს ესროდნენ: ბოთლებს, სანთებელებს, ხურდებს და მობილურ ტელეფონებსაც კი. ლაუდრუპმა, მე მახსოვს ანალოგიური ვითარებაში შეცვლა მოითხოვა, თუმცა ზეწოლა მასზე ბევრად უფრო სუსტი იყო.
  ეს იყო პირველი სეზონი ფიგუსი "რეალში". შემდეგ კვლავ იყო 2002/03 წლების სეზონი, როდესაც ყველაფერი თავიდან განმეორდა. ამ სეზონში იყო შემთხვევა, როდესაც ტრიბუნიდად ფიგუს ღორის თავი ესროლეს. სტოიჩკოვმა კი განაცხადა, რომ, როცა ღორივით იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს რომ ეგეთ საგანს გესვრიანო.
  და კიდევ ერთი თამაში, "ევრო 2004"-ზე, კატალონიელი ჯიმი ჯამპი  მოედანზე გადახტა და მოღალატე ფიგუს სახეში კატალონიის დროშა ესროლა. მე თავად მახსოვს, თუ როგორ წუწუნებდა ფიგუ. მისი თქმით, ესეთი საქციელი დაუშვებელი იყო, მისი თქმით, ფეხბურთი უბრალოდ თამაში იყო, მეტი არაფერი და არ უნდა მიეტანათ ყველაფერი ასე გულთან ახლოს. მაგრამ ის ძალიან ცდება. შეიძლება სადმე სხვაგან ფეხბურთისადმი აქვთ ეგეთი დამოკიდებულება, მაგრამ აქ ბარსელონაში ყველაფერი სულ სხვაგარადაა, ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა. მე არ ვეთანხმები და მხარს არ ვუჭერ ამ გინებებს, ფურთხებებს და ღორის თავების სროლებს, მაგრამ მე მესმის ფანების. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფიგუს პიროვნებაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი: მან, როდესაც დატოვა "რეალი" და გადავიდა "ინტერში", იტალიურ მედიას განუცხადა, რომ "ნერაძურა" იყო პირველი სოლიდური და პატივსაცემი კლუბში, სადაც მას  მოუწევდა თამაში.

- რადგან წინააღმდეგობა "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" შორის ასეთი მწვავეა, არის შანსი იმისა, რომ ეს ყველაფერი ნაკრებზე იმოქმედებს? მაგალითად, როგორ მოქმედებს დელ ბოსკე, რეალის ყოფილი მწვრთნელი, რომელსაც გუნდში  რვა ბარსას ფეხბურთელი ჰყავს?
- გარწმუნებთ, ეს არავითარი პრობლემა არ არის. "ბარსას" მოთამაშეები დიდი სიამოვნებით თამაშობენ ესპანეთის ნაკრებში. როდესაც ისინი ნაკრებში არიან, კლუბის წევრობა მეორე პლანზე გადადის.
 ოცდაათი წლის წინ კატალონიაში საკმაოდ პოპულარული იყო აზრი, გამოყოფილიყვნენ  ესპანეთის ფედერაციისაგან და ჩამოეყალიბებნათ თავიანთი ჩემპიონატი და ნაკრები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულია. ურთიერთობა კლუბებს შორის უკვე არც თუ ისე მტრულია, ბოლო ათი წელია რაც, "ბარსელონას" და "რეალის" პრეზიდენტები კლასიკოს ერთ ლოჟაში უყურებენ. მანამდე კი ასეთი რამის წარმოდგენა ნამდვილად რთული იყო. 

- შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ერთ რომელიმე მატჩში, როგორც "რეალის" გულშემატკივარი? მაგალითდ ევროთასებზე...
- ოჰ, არა! არასოდეს!  ბარსას ფანი მხარს არ დაუჭერს მადრიდის "რეალს". ნაკრები სულ სხვა საქმეა, მაგრამ მადრიდის "რეალი" არავითარ შემთხვევაში.
   როდესაც ჩემი ბაბუა გარდაიცვალა, მემკვიდრეობით მისგან მივიღე უზარმაზარი კრებული საფეხბურთო ჟურნალების, პროგრამების, ბილეთების და ეს ყველაფერი მხოლოდ "ბარსელონასთან" არის დაკავშირებული. მე უკვე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას დავუტოვებ ჩემს ვაჟს, ახლე მე უკვე ვიცი.

- და რას?
- მე დავუტოვებ მას ბოლო კლასიკოს ჩანაწერს. ცხოვრებაში არაფერი უკეთესი არ მინახავს.

No comments:

Post a Comment