Pages

Saturday, March 10, 2012

2012 წლის "ალმას" დაჯილდოვება


"ბლანკოსის" 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მადრიდში ფონდის ორგანიზებით გალა დაჯილდოვება ჩატარდა. ღონისძიებას ფეხბურთელებისა და ვეტარენების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ...
"ალმას" ჯილდო ისეთ პირებს გადაეცათ, რომელთაც წლის განმავლობაში მადრიდის "რეალთან" ითანამშრომლეს, რაიმე დახმარება გაუწიეს ან უბრალოდ გულითადი მხარდაჭერა გამოუცხადეს... დაჯილდოვება ფლორენტინო პერესმა გახსნა. პრეზიდენტმა პირველი "ალმას" ქანდაკება, ესპანელ ტენორს, პლასიდო დომინგოს გადასცა.

ფლორენტინო პერესი: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენ გადმოგცემთ ამ ჯილდოს. ყველა მადრიდისტა ამაყობს, რომ თქვენნაირი მხარდამჭერი ჰყავთ. პლასიდო, თქვენ ხართ მეფე ოპერისა და მუსიკისა და მიხარია, რომ ჩენ ერთი რამ გვაერთიანებს და ეს "რეალია".

პლასიდო დომინგო: "პირიქით, ჩემთვისაა დიდი პატივი, რომ ეს ჯილდო მივიღე. წელს ყველაფერი საოცრებაა, 110 წლის იუბილე, 10 ქულიანი სხვაობა შიდა ჩემპიონატში, აგრეთვე გუნდი ძალიან ახლოსაა რიგით მეათე ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებასთან. უბრალოდ დაჯექი და ისამოვნე მადრიდის "რეალის" ცქერით."

სიტვყვით გამოსვლის შემდგომ პლასიდო დომინგომ ერთ-ერთი საოპერო სიმღერა შეასრულა. გალა დაჯილდოვებას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ფეხბურთელებიც, მათ შორის იყვნენ ანხელ დი მარია, ფაბიო კოენტრაო, ზინედინ ზიდანი და ლუიშ ფიგუ. აგრეთვე უკლებლივ ყველა კალათბურთელი, პაბლო ასო, ალბერტო ტორილი და სხვები...

ზინედინ ზიდანი: "მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ძალიან კარგი დრო გვიდგას. გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება. რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, მან უკვე 100 შეხვედრა ჩაატარა. იგი ყველაზე მინიმუმ ერთი ამდენს ჩაატარებს."

ლუიშ ფიგუ:"მადრიდის "რეალი" უბრალოდ ფენომენალურია. დიდი იმედი მაქვს, რომ შეინარჩუნებთ ათ ქულიან სხვაობას და "ლა ლიგას" მოიგებთ. ყველანაირად ბრწყინვალე სეზონია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგად, გამარჯვებებით დასრულდება. ეს არის უდიდესი კლუბი დიდებული პრესტიჟით, გასაოცარი ისტორიითა და ბრწყინვალე გამარჯვებებით."

"ალმას" ჯილდო სამხრეთ აფრიკელმა ათლეტმა ოსკარ პისტორიუსმაც მიიღო. "დიდი მადლობა მინდა გადავუხაოდ ფონს, რომელმაც მე უდიდესი დახმარება გამიწია. სწორედ მათი დამსახურებაა, რაც მე მივაღწიე. კიდევ ერთხელ მადლობას ვიხდი და "რეალს" ვუსურვებ წარმატებებს, მალე აღემართოთ ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი." - განაცხადა სამხრეთ აფრიკელმა სპორტსმენმა.

მორიგი ჯილდო ქალაქ ლროკას ლეიტენენტმა, ხოსე ემილიო როლდანმა მიიღო. 2011 წელს ლორკაში მიწისძვრის შემდგომ მან უდიდესი დახმარება გაუწია ქალაქს და აგრეთე იგი თანამშრომლობდა მადრიდის "რეალის" ფონდთან. "მივესალმები ამ ჯილდოს. ყოველთვის, როცა შევალ ჩემს კაბინეტში, მსურს რომ ამას ვუყურო, რათა გავიხსენო, თუ რა გამოვიარეთ." - განაცხადა ლეიტენანტმა.

მორიგი ჯილდო, მსახიობმა კონსუელო კრესპომ მიიღო, რომელიც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული "იუნისეფის" პროგრამებში და კეთილი ნების ელჩი გახლავთ, აგრეთე დიდ დახმარებას უწევს "რეალის" ფონდს. მას ჯილდო ზინედინ ზიდანმა გადასცა. ""იუნისეფი" ყოველთვის ითანამშრომლებს მადრიდის "რეალის" ფონდთან და ერთობლივი ძალისხმევით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება." - განაცხადა მსახიობმა.

ხულიო იგლესიასი:"არ არსებობს ადგილი სამყაროში სადაც არ უყვარდეთ "რეალი". მინდა ყველა ფანს ჩავეხუტო, ახლა ხომ 110- წლის იუბილეა. მადლობა მინდა გადავიხადო აქ მოწვევის გამო."

გარდა ზემოთ ხსენებული პირებისა, კიდევ უამრავი დააჯილდოვეს. გალა დაჯილდოვება გრანდიოზული კონცერტითდა და ფეირვერკით დასრულდა...

კატალონიის "ბარსელონა" – მადრიდის "რეალი"

სამოქალაქო ომის ექო,ფრანკოს საბედისწერო როლი , რომის პაპის მფარველობა, სახელმწიფო უშიშროების მაქინაციები, ომი ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერისათვის და ლუიშ ფიგუს სამარცხვინო ღალატი . ისტორია მძიმე ურთიერთობებისა ორ მთავარ ესპანურ კლუბ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის.

Tuesday, March 6, 2012

ექსკურსია მუზეუმში


თასის ფინალი "ვისენტე კალდერონეზე" გაიმართება

როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია! ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 2 საათისა და 45 წუთიანი განხილვის შედეგად მივიდა.

"ვისენტე კალდერონე" მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონია. ის 1966 წელს იქნა აშენებული, ხოლო 1982 წელს მოხდა მისი რეკონსტრუქცია. "კალდერონეზე" 54,960 გულშემატკივარი ეტევა. მოედნის ზომა 105მ. X 70მ-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან.


"სანტიაგო ბერნაბეუ" უახლოეს მომავალში

რამდენიმე დღის წინ, ბუენოს-აირესში კლუბებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კატალონიური კლუბი არგენტინულ კლუბს გადასცემს ახალგაზრდული გუნდების ფორმირების შესახებ პროექტს და სანაცვლოდ მიიღებს უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენისას.

"ჩვენი კლუბისთვის ეს დიდი დღეა. პროექტი მოითხოვს ყურადღებასა და მოთმინებას, მაგრამ ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი კლუბთან, რომელიც ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კანტერას." - განაცხადა "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტმა, დანიელ ანჟელკიმ.

ეს იდეა დაიბადა გასულ წელს, როდესაც არგენტინული გუნდები ეწვივნენ ესპანეთს, რათა შეხვედროდნენ საფეხბურთო გრანდების ლიდერებს. ""ბარსელონაში" მე შევხვდი სანდრო როსელს. აქედან დაიწყო ყველაფერი." ხორხე რაფომ, "ბოკა ხუნიორსის" კანტერას კოორდინატორმა აღიარა, რომ არგენტინის ახალგაზრდული ფეხბურთი კრიზისს განიცდის. "ჩვენ შევეცდებით გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ესპანეთში ვისწავლეთ. არგენტინული ფეხბურთის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი, დაწყებული ყველაზე დაბალი დივიზიონიდან, დამთავრებული პრიმერათი, თამაშობს ერთსა და იმავე სტილში." - განაცხადა რაფომ, რომელიც "ბოკაში" მისვლამდე ხელმძღვანელობდა არგენტინაში "ლა მასიას" ფილიალის გახსნის პროექტს.

თავის მხრივ ჟორდი მესტრემ, "ბარსელონას" საფეხბურთო მზადების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ისეთ გუნდთან, რომელსაც ასეთი დიდებული წარსული აქვს.


ალფრედო მარკესი : "კაკა ფორმაში შედის"



ესპანელმა საფეხბურთო მიმომხილველმა, ალფრედო მარკესმა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელ ნახევარმცველს, რიკარდო კაკას სტატია მიუძღვნა...
"რიკარდო ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, უკვე ვხედავთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლო შეხვედრებში სწორედ მას ენდობა და ბრაზილიელიც ამართლებს გაცემულ ავანსებს. მისი გამოცდილების შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით და უბრალოდ აზრი არ აქვს ზედმეტ საუბარს. მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვა ერთგვარ სისტემატიზირებულ ერთობლიობად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მთელი რგოლი ძალიან მობილურია და გუნდის სისწრაფე სწორედ ნახევარმცველთა მოძრაობაზეა დამოკიდებული, რიკიმ შეძლო და მხარი აუბა საკუთარ უსწრაფეს თანაგუნდელებს."

"ავიღოთ ბოლო შეხვედრა, რომელიც ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ესპანიოლის წინააღმდეგ გამართეს. ვფიქრობ, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ბრაზილიელი იყო, რადგან მან საგოლე პასებიც დაარიგა და გოლებიც გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ნახევარმცველის დაუღალავი შრომა და მოძრაობა მთელი შეხვედრის მანძილზე იყო თვალნათლივი. როგორც კი კაკა ბურთს მიიღებდა, სიტუაცია მაშინვე მწვავდებოდა და მეტოქის მცველთა დაბნეულობა შეიმჩნეოდა."

"ასევე აღსანიშნავია, ბრაზილიურ-პორტუგალიური დუეტი, რომელსაც კრიშტიანო-რიკარდოს წყვილი ჰქვია. ეს ფეხბურთელები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, შეგვიძლია განვიხილოთ ფრაგმენტები, სადაც რონი და რიკი ძალიან სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს და მეტოქეს ულამაზესი ტექნიკის დემონსტრირების ხარჯზე უსწორდებიან."

"კაკა აშკარად კრიფავს სასურველ ფორმას და ეს ყველამ უნდა დაინახოს. ვფიქრობ, ბრაზილიელი მოთამაშე მაინც გაიბრწყინებს და სამეფო კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახდება."

Tuesday, February 28, 2012

ყველაზე უცნაური ქცევა გულშემატკივრისგან

Sport.es-ის პროექტის ფარგლებში, გულშემატკივრებმა ლეო მესის შეკითხვები დაუსვეს. პროექტი ითვალისწინებდა შეკითხვების ელექტრონული ვერსიით დასმას, საიდანაც 10 საუკეთესოს Sport-ის ჟურნალისტები აარჩევდნენ.

ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ლეოს ვინმე ჯონმა დაუსვა ასეთი იყო: "რა იყო ყველაზე უცნაური და იშვიათი მომენტი, რითაც ფანმა თქვენთან შეხება ან თქვენი ავტოგრაფის მიღება სცადა"? ლეომ აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხისას გაიხსენა მომენტი, როდესაც გოგონა ტრიბუნებიდან გადმოხტა მასთან ჩასახუტებლად. 

ამხანაგური მატჩების განრიგი

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" რამდენიმე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში იქნა გამოძახებული. აქვე გეტყვით, რომ უახლოესი ორი დღის მანძილზე გაიმართება ამხანაგური შეხვედრები ნაციონალურ გუნდებს შორის. წარმოგიდგენთ, ოფიციალური საიტის მიერ წარმოდგენილი მატჩების განრიგს.
ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი

ამხანაგური მატჩების განრიგი